ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას სავარაუდოდ გიორგი კალანდარიშვილი ჩაანაცვლებს. კალანდარიშილი ცესკოს მოქმედი თანამშრომელია და ეიჩარ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.
არასამთავრობო სექტორში ვარაუდობენ, რომ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატთა შესარჩევი პროცესი წინასწარ გაწერილი სცენარით წარიმართა და არ გამორიცხავენ რომ მმართველმა გუნდმა საკონკურსო კომისიის ზოგიერთ წევრთან გარიგება შეძლო.
საკონკურსო კომისიის წევრი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის ორივე წარდგენილი კანდიდატი მიუღებელია.
ოპონენტების მტკიცებით, გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის, გიორგი ჯავახიშვილის მფარველობით სარგებლობს, ეს კი ეჭვს ბადებს, რომ უწყების თავმჯდომარედ სწორედ გიორგი კალანდარიშვილს ვიხილავთ.
კომენტარები