ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა საქართველოში ჩამოვიდა. ქვეყანამ დამატებითი დოზები COVAX პლატფორმიდან მიიღო. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
“ასტრაზენეკათი ვაქცინაცია შეუძლიათ იმ პირებს, რომლებმაც გარკვეული ხარვეზების გამო მეორე დოზები ვერ მიიღეს და ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც პირველ დოზებზე დარეგისტრირდნენ.
მეორე დოზაზე რეგისტრაცია შესაძლებელია პირველი დოზის ჩატარების შემდეგ. ასტრაზენეკას ვაქცინის პირველ და მეორე დოზებს შორის ინტერვალი 4 კვირიდან (28 დღე) – 12 კვირამდე (84 დღე) პერიოდია. ამასთან, ბოლო მტკიცებულებებით ოპტიმალური პერიოდი 8-12 კვირიანი (56-84 დღე) ინტერვალია” – აცხადებს სამინისტრო და აღნიშნავს, რომ ასტრაზენეკათი ვაქცინაციის ცენტრები მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში შეირჩევა.
საქართველოში ასტრაზენეკათი ვაქცინაცია შესაძლებელია 45 წლის და ზედა ასაკის პირებისთვის.