„ვაღიარებ, რომ მაინც მამაკაცი ვარ და… ესაა ჩემი ბრალი უფლისა და ჩემი მეუღლის წინაშე“ – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გოგი წულაიამ „კვირის პალისტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
– ნანობთ იმას, რაც თავს გადაგხდათ?
– ყველაფერი ჩემი ბრალია, არავის არაფერს ვაბრალებ, არა ვარ ამ ხელისუფლებასავით, ყველაფერს რომ სხვას აბრალებენ. ლარი რომ გეიქცა, თურმე რუსეთის და თურქეთის ბრალია, ფასები რომ გარბის, ამგენის ბრალი არაა და ა.შ. რა თქმა, უნდა ჩემი ბრალია და ამ თემაზე აღარ მსურს საუბარი. გულახდილად ვამბობ, ვაღიარებ, რომ მაინც მამაკაცი ვარ და… ესაა ჩემი ბრალი უფლისა და ჩემი მეუღლის წინაშე. დანარჩენი არავის წინაშე არავითარი დანაშაული არ ჩამიდენია.
– ისევ ფიქრობთ, რომ შემოგზავნილი იყო ის „მაცდური ქალი“?
– რაც უნდა იყოს, ამ ქალზე ცუდს მაინც არ ვიტყვი. მომხდარში ვადანაშაულებ ხელისუფლებას, რადგან მარტოხელა დედას უწევს ასეთი ნაბიჯის გადადგმა, შვილი რომ გაზარდოს. იმის მაგივრად, სოციალური პრობლემები გადავწყვიტოთ, ამნაირ ადამიანებს იყენებენ თავიანთი ბინძური საქმის გასაკეთებლად. რადგან ამას შია, მოდი, ვინცხას დავაჭერინებო, თან განა რას მისცემდნენ? ერთხელ აქვს ტენდერი მოგებული და 5.000 ლარი. ეს უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში. ისე, ციხეში პატიმარი შემხვდა, რომელიც ამავე ქალის ჩვენებითაა დაკავებული. მითხრა, თქვენ ვინც დაგაკავათ, მეც მის გამო ვზივარ ციხეშიო. მის გვარს ახლა ვერ ვიტყვი, თუ მისგან წამოვა “დაბრო”, ახსენეთ ჩემი გვარიო, მერე ვახსენებ.
– ისიც სექსუალური ძალადობის ბრალდებით იხდის სასჯელს?
– არა, ქრთამის შეთავაზებაზეა დაკავებული. მოკლედ, თავიდათავი ის იყო, ბერას ვაგინე და ახლაც ვთვლი, რომ პოლიტიკური პატიმარი ვიყავი. “ქართული ოცნების” წევრებს ამაზე უარესი ფორმით აქვთ იგივე დანაშაული ჩადენილი.
ვიდეო ხომ ნახეთ, სადაც იმ ქალს ბოდიშს ვუხდი, რაიმე ძალადობა, შეურაცხყოფა, გინება ჩანს? პირიქით, ბოდიშს ვუხდი და ვეუბნები, მეგობრებად დავრჩეთ-მეთქი. თუ ეს დანაშაულია, მაშინ თბილისის საკრებულოს დეპუტატი რომაა “ოცნებიდან”, ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ბრალდებით რომ დააპატიმრეს და გირაოთი გაუშვეს, ეგ რა იყო? ის გაუშვეს, მე კი ციხეში ჩამსვეს, აი, ესაა პოლიტიკური.
თორემ არავინ ამბობს იმას, რომ ანგელოზი ვარ, ფრთები ამომდის და გავფრთხიალდები ცაში-თქვა. რადგან იმას უშვებ და მე მაკავებ ციხეში, ესე იგი, შერჩევით ვარ დასჯილი.
– რა დროს და რის შემდეგ დარეკა ქალმა პატრულში, „სექსუალური ძალადობის მსგავსი ქმედების“ ჩადენის დროს თუ შემდეგ?
– დემეძინა და მერე დაიწყო რეკვა. ეს იყო დავალება და მეტი არაფერი. ყოველ 2 წუთში რომ რეკავს 112-ში განწირული ხმით, არიქა, ჩქარა მოდით, მაუპატიურებენ, დროზე გამოუშვით, რატომ არ ჩანს პატრულიო, აშკარაა, რომ დაიწყენ სპექტაკლის დადგმა. პოლიცია რომ მოვიდა, მეძინა, გამაღვიძეს და წამიყვანეს. არაფერი ძალადობა არ ყოფილა, ვინ აუპატიურებდა, რაის გაუპატიურება?! ახლა არ მინდა ამნაირებზე ლაპარაკი, ისევ ციხეზე ვილაპარაკოთ.
ვთვლი, რომ სახელმწიფოა დამნაშავე, როდესაც ასეთ ადამიანებს იყენებს ჩემნაირების დასაჭერად. დანაშაულია, როცა ამნაირებს ბიუჯეტიდან ფულს აძლევ და ეს ფული მე და ჩემს მეუღლეს გვაქვს გადახდილი. ჩემს გაუბედურებაში მე მახდევინებენ ფულს. ამისთვის არიან ესენი ჩამოსაგდები.
– ფრაზა მახსენდება “შერეკილებიდან”, ქალები დაგღუპავენ შენო…
– კი ბატონო, ეგრეა ჩემი საქმე, ამიზა გაგიშვი საფრანგეთშიო? ვსიო, აწი დამთავრდა ქალები…
ვსიო, დამთავრდა ქალები! ჩათვალეთ, რომ ჩემი ცხოვრების ეს ფურცელი დამთავრდა. ვპატიობ მასაც, ჩემს წინააღმდეგ რომ მისცა ჩვენება.