ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებს.
“ასე გამოიყურება უკბილო მონსტრად ქცეული, ძალაუფლების წყურვილით შერყეული მეგალომანიაკი” – წერს ჟურნალისტი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ 5 ივლისს პარლამენტის წინ პუტინისტური ჯგუფების მიერ ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების კარვების დარბევისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მანიპულირებდა როგორც ლგბტ აქტივისტების ნაწილს, ასევე ძალადობრივ ჯგუფებს.
“პასუხი იმაზე, თუ ვინ გამოაგზავნა ორკები პარლამენტის წინ.
ფაქტია, რომ სუს-ი მანიპულირებდა როგორც ლგბტ აქტივისტების ნაწილს, ასევე ამ ორკებს და ორივე იყო ერთი და იმავე სცენარის ნაწილი – სიმართლე უნდა იყოს ღიად ნათქვამი, რომ იაფფასიანი რუსული “ტრიუკი” გამოგვიგდეს”. – წერსსააკაშვილი.
კომენტარები