“მთავარი არხის” დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალური ქსელიდან მაყურებელს მიმართავს.
“ძვირფასო მაყურებელო,
ჩვენ, ყველანი, განურჩევლად ჩვენი სარედაქციო პოლიტიკისა, გემსახურებით თქვენ. როგორც შეგვიძლია. ჩვენი შესაძლებლობების ზღვარზე.
ახლა გვინდა გთხოვოთ თქვენ,
უმძიმესი დღე დაგვიდგა. უმძიმესი. დაგვიდექით გვერდზე დღეს, 18:00 რუსთაველის გამზირზე. ჩვენთვის ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა ფიზიკურად ვიცოცხლოთ. მნიშვნელოვანია, რათა ვიმუშაოთ. მნიშვნელოვანია, რათა კვლავ გემსახუროთ.
დღეს უმძიმესი დღეა. გთხოვთ სოლიდარობას. რუსთაველზე, 18:00″. – წერს ნიკა გვარამია.
კომენტარები