2020 წლის ზაფხულის თამაშები ახალ რეკორდს დაამყარებს არატრადიციული ორიენტაციის სპორტსმენთა რაოდენობით.
ვებგვერდმა Out Sports-მა ტოკიოს ოლიმპიადის მონაწილეთა სიაში აღმოაჩინა 142 ათლეტი, რომლებმაც სხვადასხვა დროს საჯაროდ აღიარეს თავიანთი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ. ეს თითქმის სამჯერ მეტია, ვიდრე 2016 წელს, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე იყო. ხუთი წლის წინ, 56 სპორტსმენი წარმოადგენდა ლგბტ საზოგადოებას. 2012 წელს, ლონდონში მათი რიცხვი 23-ს შეადგენდა.
სპორტსმენები არატრადიციული სექსუალური ორიენტაციით წარმოადგენენ 25 ქვეყანას სპორტის 26 სახეობაში. ყველაზე მეტი სპორტსმენი ამერიკის შეერთებული შტატებიდანაა – 34. TOP4-ში ასევე შედიან – კანადა (16), დიდი ბრიტანეთი (15) და ნიდერლანდები (14).
სპორტის სახეობების მიხედვით ლიდერობს ფეხბურთი. ამასთან ყველა წარმომადგენელი (39) ქალთა ტურნირში ითამაშებს. პირველ სამეულში შევიდნენ რაგბი (14 ქალი სპორტსმენი) და კალათბურთი (12).
შეგახსენებთ, რომ ძალოსნობაში პირველად იასპარეზებს ტრანსგენდერი – ზელანდიელი ქალი ლორელ ჰაბარდი, რომელმაც სქესის შეცვლის ოპერაცია ჩაიტარა.
ტოკიოში ოლიმპიური თამაშები 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე ჩატარდება. მასში 206 ქვეყნის 11 ათასზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.