ინდონეზიის ჯარში ქალთა შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული პრაქტიკა, რომელიც ხუთ ათეულზე მეტი წელია გრძელდება, – დასრულდება, – წერს საინფორმაციო პორტალი MSN-ი.
შემოწმების შემზარავი პროცედურა, რომელსაც მსოფლიო მედიაში „ორი თითის პრაქტიკად“ მოიხსენიებენ, ქალი ახალწვეულების შემთხვევაში მოქმედებდა. მრავალი ორგანიზაცია, მათ შორის Human Rights Watch-იც, წლებია, ვაგინალური შემოწმების მიუღებლობაზე საუბრობს.
ინდონეზიის არმიის ხელმძღვანელობა განმარტავს, რომ „ეს პრაქტიკა აღარაა აქტუალური“ და ამის შემდეგ, ქალებს იმავე გეგმიური შემოწმების პირობებით მიიღებენ, როგორც ეს კაცების შემთხვევაშია.
მრავალი წლის განმავლობაში, ქვეყნის ჯარში მხოლოდ იმ ქალებს იღებდნენ, რომელთა „სამედიცინო“ გამოკვლევაც აჩვენებდა, რომ საქალწულე აპკის მთლიანობა დარღვეული არ იყო.
კომენტარები