ავღანეთის დედაქალაქში ქაბულში, თვითმფრინავზე დაკიდების მცდელობის შემდეგ, 4 ადამიანი დაიღუპა.
ავღანეთის უმეტეს ნაწილს უკვე “თალიბანი” აკონტროლებს, ქაბულის აეროპორტში კი ამ დრომდე ქაოსია, მოქალაქეები ქვეყნიდან გაქცევას ცდილობენ. რამდენიმე მათგანი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავს ჩამოეკიდა, აფრენის შემდეგ კი დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდნენ და დაიღუპნენ.
ქაბულიდან გაფრენა, უმეტესობა ადგილობრივებისთვის ამ დრომდე შეუძლებელია.
კომენტარები