ავღანეთიდან გუშინ გამოფრენილი საქართველოს მოქალაქეები ამჟამად დიდ ბრიტანეთში, სამხედრო ბაზაზე იმყოფებიან. ამის შესახებ imedinews-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქეები თავს გრძნობენ კარგად. მათთან არიან ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად.
ავღანეთში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე უკვე ევაკუირებულია. მანამდე საქართველოს 6 მოქალაქე სამშობლოში უნგრული ბორტით, 2 კი პოლონური ავიახაზების რეისით დაბრუნდა.
კომენტარები