„ენ-ჯე-ო“-შნიკებმა კრამერმა და კელიმ თავისი უაზრო განცხადებებით კვლავ შეგვახსენეს თავისი არსებობა, – ამის შესახებ Facebook-ზე ექსპერტი დავით ქართველიშვილი წერს.
„საკუთარ ქვეყანაში „აშშ-ს ნომერ პირველი პარტნიორი“ – ავღანეთი რუსეთის ორბიტაზე დააბრუნეს, პრეზიდენტი – ამერიკულ სკოლებში გოგოების ტუალეტებში, ტრანსგენდერების არდაშვებაზეა აღშფოთებული, ვიცე-პრეზიდენტს ვერ პოულობენ კომენტარებისთვის და ქაბულში სრული ბარდაკია – რითი უნდა დაკავდე ამ დროს? მართალია – „ქართული ოცნებისთვის“ სანქციების დაწესების თემით, იმის გამო რომ „დასავლეთს ზურგს უქცევს და მოსკოვის ორბიტაზე“ იქაჩება. ამას უკვე ორბიტალური არა – გალაქტიკათაშორისო შიზოფრენია ჰქვია…“, – წერს ექსპერტი.
კომენტარები