“როგორც ჩანს პანდემიის შეზღუდვები ზოგიერთ ამერიკელ, დიპლომატში სააკაშვილის ამ ორი დღის წინანდელი მოწოდების – ყველაფერში ბრალი დასდონ დღევანდელ ხელისუფლებას, მხარდაჭერის სურვილს აძლიერებს და დევიდ კრამერმა იან კელისთან ერთად ახალი ეპისტოლე გამოაცხვეს, სადაც წერენ, რომ თითქოს “საქართველო ზურგს აქცევს დასავლურ კურსს, – ამის შესახებ ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, არ არის საჭირო იმის მტკიცება, რომ საქართველოსთვის დასავლური კურსი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ,,ქართული ოცნების’’ მმართველობის პერიოდში კონსტიტუციაში ჩაიწერა.
,,არ დავიწყებ იმაზე აპელირებას, რომ დასავლური კურსი საქართველოს კონსტიტუციაშია ჩაწერილი. არც იმაზე ვიტყვი რამეს, რომ სწორედ სააკაშვილისა და ნაცმოძრაობის რუსულმა ინტერესების აშკარა გატარებამ ჩაშალა შარლ მიშელის ხელშეკრულება, რომელიც პირდაპირ რომ ვთქვა, სახელმწიფოს ინტერესები გარკვეულწილად შელახული იყო.
არც იმაზე ვიტყვი რამეს, რომ ეს პიროვნებები ხშირ შემთხვევაში აშკარად ლობირებენ კონკრეტულ, პოლიტიკურ ძალას – ნაციონალურ მოძრაობას, რაც რბილად რომ ვთქვა სტრატეგიულ პარტნიორთან მიმართებაში არაკორექტულია.
ისეთმა გამოცდილმა დიპლომატებმა, როგორებიც კელი და კრამერი არიან ნამდვილად უნდა იცოდნენ, რომ ამ შემთხვევაში სტრატეგიულ პარტნიორს საქართველო წარმოადგენს და არა კონკრეტული პოლიტიკური ძალა, რომელმაც როგორც წარსულში, ასევე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთი დანაშაული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ჩაიდინა, მეგობარი ქვეყნების ელჩების შეურაცხყოფაზე რომ არაფერი ვთქვა”, – წერს გია გაბრიჭიძე facebook გვერდზე.