პირველად არ ვისმენთ და ვხედავთ მანიპულაციასა. არჩევნების ჩატარების შემდეგ ყოველთვის სხვა შედეგი დგება, – ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული კვლევა, რომლის მიხედვითაც რეიტინგში თავად ლიდერობენ.
„ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის თუ რა არჩევანი უნდა გააკეთოს. ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა და რომელ პოლიტიკურ პარტიას შეუძლია ეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კომენტარები