ქაბულის აეროპორტთან აფეთქებას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ქაბულის აეროპორტთან მომხდარი აფეთქება, სავარაუდოდ, თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმა იყო.
ათეულობით ადამიანი დაშავებულია. დაშავებულებს შორის 3 ამერიკელი სამხედროცაა.
25 აგვისტოს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ქაბულის აეროპორტის მახლობლად ტერორისტული თავდასხმის საფრთხე რეალურია.
15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა. „თალიბანი“ ავღანეთს პრაქტიკულად სრულად აკონტროლებს. სამოქალაქო ავიამიმოსვლა „თალიბანთან“ შეწყვეტილია, ფრენებს მხოლოდ სამხედრო თვითმფრინავები ახორციელებენ, რომლებითაც მოსახლეობის ევაკუაცია ხორციელდება.