იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი მილანის სან რაფაელის საავადმყოფოში გადაიყვანეს. Reuters-ის წყაროს არ დაუზუსტებია რა ტიპის ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა იტალიელ მილაირდერს.
84 წლის ბერლუსკონი შარშან კორონავირუსით დაინფიცირდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მან ვირუსს მისი ცხოვრების “ყველაზე საშიში სირთულე” უწოდა.
ბოლოს მისი ჰოსპიტალიზება მაისში გახდა საჭირო, როდესაც 5 დღე სან რაფაელის საავადმყოფოში გაატარა.
ბერლუსკონის ოჯახი Mediaset-ის მედია ჰოლდინგს ფლობს. თავად სილვიო ბერლუსკონი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იტალიის პრემიერი ყველაზე დიდხანს იყო.
2019 წელს სილვიო ბერლუსკონი ევროპარლამენტის წევრი გახდა.
კომენტარები