რომის პაპმა, ფრანცისკე I-მა დასავლეთის ქვეყნები ავღანეთიდან ჯარების გაყვანის გამო გააკრიტიკა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
პაპმა განაცხადა, რომ დასავლეთმა არ გაითვალისწინა ავღანეთში შექმნილი ყველა გარემოება. მისი თქმით, ახალი ხელისუფლების, „თალიბანის“ მხრიდან იყო ბევრი ტყუილი ან ბევრი გულუბრყვილო ქმედება.
ფრანცისკე I-ის განცხადებით, ავღანეთის მოქალაქეებზე ძალადობის პრევენციის მიზნით, ვატიკანი დიპლომატიურ მისიას იკისრებს.
რადიკალურმა მოძრაობამ “თალიბანი” ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.
კომენტარები