მადლობა, მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს! ამ ეტაპზე სესხის აღების საჭიროება არ არის, თუ დადგება ამის საჭიროება, აუცილებლად მივმართავთ მათ, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.
„პრეზიდენტის განცხადება არ მომისმენია. სესხს რაც შეეხება, ამ ეტაპზე სესხის აღების საჭიროება არ არის, თუ დადგება ამის საჭიროება აუცილებლად მივმართავთ მათ. ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არის. მადლობა, მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კომენტარები