რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, რაც უფრო მალე შევა თალიბანი ცივილიზებულ ურთიერთობებში მეგობარ ქვეყნებთან, მით უფრო გამარტივდება მათთან საუბარი.
მისი თქმით, რუსეთი არ არის დაინტერესებული ავღანეთის დაშლით და თუ ეს მოხდება, “მაშინ აღარავისთან იქნება სალაპარაკო”.
“რაც უფრო მალე შევა თალიბანი, ასე ვთქვათ, ცივილიზებული ხალხის ოჯახში, მით უფრო ადვილი იქნება კონტაქტი, კომუნიკაცია და გავლენაც”.- ამბობს პუტინი.
მისივე თქმით, ამერიკული ჯარების გაყვანის შემდეგ ავღანეთის მდგომარეობა კატასტროფულია. ის აღნიშნავს, რომ რომელიმე ქვეყნებისთვის დემოკრატიული სახელმწიფო სისტემის ძალით თავს მოხვევა მიუღებელია და თუ რომელიმე ერს დემოკრატია სურს, “ის თავად მივა იქამდე”.
კომენტარები