ესპანეთის სამხრეთ ნაწილში ძლიერ ხანძარს ებრძვიან. ტერიტორიებიდან ევაკუირებულია 900-ზე მეტი ადამიანი – ინფორმაციას “Reuters” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ესპანეთის გარემოს დაცვის მინისტრმა, კარმენ კრესპომ განაცხადა, რომ ხანძრის ქრობის ღონისძიებებს 44 წლის მეხანძრის სიცოცხლე ემსხვერპლა.
“სულ 939 ადამიანი იქნა ევაკუირებული ესტეპონას ოთხი დასახლებიდან, რომელიც პოპულარობით სარგებლობს ბრიტანელ პენსიონერებსა და დამსვენებლებში”,- ამბობენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ხანძარი ოთხშაბათს საღამოს 9:30 საათზე დაიწყო და მას შემდეგ დაახლოებით 2 000 ჰექტარი მჭიდროდ ტყიანი ფართობი დაიწვა. ამ დროისთვის ცეცხლის ჩაქრობას 300-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს.
კომენტარები