ეკვადორის ერთ-ერთ ციხეში ორი ბანდის წევრებს შორის დაპირისპირების შედეგად სულ მცირე 116 პატიმარი გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქ გუაიაქუილში მოხდა. სულ მცირე 5 პატიმარს ჩხუბის დროს თავი მოკვეთეს. მსჯავრდებულები ცეცხლსასროლ იარაღსა და ხელყუმბარებსაც იყენებდნენ. ციხეზე კონტროლის დაბრუნებისთვის ადმინისტრაციას 400 პოლიციელის დახმარება დასჭირდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, არეულობის დამკვეთი მექსიკური ბანდების მიერ იყო დაკვეთილი, რომლებიც ახლა ეკვადორში საქმიანობენ და ნარკოტიკების გადაზიდვით არიან დაკავებულები.
კომენტარები