ალბანეთსა და კოსოვოში ტერორისტული დაჯგუფების “ისლამური სახელმწიფოს” 11 სავარაუდო წევრი დააკავეს.
ალბანეთის პოლიციის განცხადებით, ოთხი ეჭვმიტანილი 5 ნოემბერს დააკავეს.
კოსოვოში კი შვიდი ეჭვმიტანილი დააკავეს, რომლებსაც გენერალური პროკურატურა “ტერორიზმსა და ნაციონალური უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნაში” ადანაშაულებს.
“ისლამური სახელმწიფოს” რიგებში 250 კოსოვოელი ალბანელი იბრძვის.
კომენტარები