დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელის ეროვნული ასამბლეის ხელმძღვანელს, ხორხე როდრიგესს სანქციები მოუხსნა.
ხორხე როდრიგესი ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, დელსი როდრიგესის ძმაა.
ინფორმაცია აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ეს ნაბიჯი ვაშინგტონსა და კარაკასს შორის მრავალწლიანი დიპლომატიური დაპირისპირების შემდეგ ურთიერთობების დათბობის კიდევ ერთი მკაფიო სიგნალია.
კომენტარები
