SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი უკრაინაში Starshield-ისა და Starlink-ის სისტემების მუშაობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა და განმარტა, თუ ვინ იღებს გადაწყვეტილებებს ამ ტექნოლოგიების შეზღუდვაზე.
„Starshield-ის სისტემები აშშ-ის მთავრობის საკუთრებაა და მათ მიერვე კონტროლდება. სიჩქარესა თუ გამოყენებაზე ნებისმიერ შეზღუდვას აშშ-ის სამხედრო უწყება და, საბოლოო ჯამში, შეერთებული შტატების პრეზიდენტი იღებს. Starlink-ი არის კომერციული სერვისი, რომელიც SpaceX-ის მფლობელობაშია და მის მიერვე კონტროლდება. Starlink-ის გამოყენება შეზღუდულია მხოლოდ სამოქალაქო ან თავდაცვითი საქმიანობით და მისი გამოყენება შეტევითი სამხედრო მოქმედებებისთვის დაუშვებელია, რადგან ეს შეუსაბამო იქნება კომერციული კომპანიისთვის“, – აღნიშნა მან.
კომენტარები
