ნიკოლოზ ბასილაშვილი კარიერაში მასტერსის პირველ ფინალს ითამაშებს. მან ამერიკელი ტეილორ ფრიცი 7:6, 6:3 დაამარცხა. მატჩი 1 საათი და 43 წუთი გაგრძელდა.
ბასილაშვილი პირველი ქართველი ჩოგბურთელია, რომელიც ATP ტურის მასტერსის ფინალში ითამაშებს.
ფინალი დღეს გაიმართება და ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ისტორიულ შეხვედრაში რეიტინგის 26-ე ნომერი, ბრიტანელი კამერონ ნორი იქნება.
კომენტარები