დღესაც გვესმის, რა გეგმები აქვს „ნაციონალური მოძრაობას“, ეს ძალა არეულობას ცდილობს, რადგან მანდატს დემოკრატიული გზებით ვერ იღებს, მათი ერთადერთი გამოსავალია, დემოკრატიას გვერდი აუარონ და მოაწყონ არეულობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სუს-ის გამოქვეყნებულ აუდიომასალაში ჩანს „არეულობის გეგმა.
„დღესაც გვესმის, რა გეგმები აქვს „ნაციონალური მოძრაობას“. არეულობის გეგმა ვნახეთ, რაზეც მასალები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა. ორი გზაა – გზა სიმშვიდისა და განვითარების და არეულობის.
მიმდინარეობს გამოძიება. გასაჯაროვდა მასალები, სადაც საუბარი იყო მეიდანზე, არეულობაზე, მხედრიონზე. სწორედ ამაზე მივუთითებთ მოქალაქეებს, რომ ეს ძალა არეულობას ცდილობს, ვინაიდან ისინი მანდატს დემოკრატიული გზებით ვერ იღებენ. მათი ერთადერთი გამოსავალია, დემოკრატიას გვერდი აუარონ, მოაწყონ არეულობა და ამღვრეულ წყალში რამენაირად ძალაუფლების თევზი დაიჭირონ. მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა სხვა არაფერი იყო, გარდა არეულობის მოწყობის მცდელობა. რამდენიმე კვირის წინ თაკო ჩარკვიანმა ახსენა ჯანყი, ვნახეთ მიხეილ სააკაშვილი როგორ შემოიპარა საქართველოში. სამართლებრივი გამოძიების გარეშე, ლოგიკურადაც შეგვიძლია შევაფასოთ, რომ ეს არის არეულობის მცდელობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.