„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში პრინციპულად დამარცხდა. „ჩვენ 20-ვე მუნიციპალიტეტში ვიგებთ ამ არჩევნებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ უნდა დაველოდოთ საბოლოოდ საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილ შედეგებს“, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადება, უბნებზე ხმების დაცვის შესახებ, მანიპულაციაა. „100 ათასი ხმით რომ გაქვს არჩევნები დედაქალაქში წაგებული, რა ხმის დაცვაზეა საუბარი, თუ შენ არ ხარ პროვოკატორი – პრაქტიკულად ნიკანორმელია, ისაა ამ სიტყვის სინონიმი. ჩვენი ოპონენტები სასოწარკვეთილებაში არიან ჩავარდნილი… კრწანისის საარჩევნო უბნების წინასწარმა შედეგებმა ეს დაადასტურა. კალაძეს აქვს 57,5% , ხოლო ნიკანორ მელიას 42,5%, ეს ეგზიტპოლმაც დაადასტურა“, – აღნიშნა კობახიძემ.