„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კახა კალაძემ თბილისში დამაჯერებლად გაიმარჯვა, რასაც კრწანისის რაიონში ხმების დათვლის პროცესიც ადასტურებს.
„თბილისში, კრწანისის რაიონში ელექტრონული ფორმით წარმოებდა კენჭისყრა და შესაბამისად, დაუყოვნებლივ ხდება ინფორმაციის გაზიარება. პირველადი მონაცემებით, კრწანისის რაიონში უბნების ნახევარი უკვე დათვლილია. მონაცემები შემდეგია: კახა კალაძე – 57,5%; ნიკანორმელია – 42,5%. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ კახა კალაძემ გაიმარჯვა დამაჯერებელი უპირატესობით“, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, კახა კალაძეს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური თითქმის 100 ათასი ხმით აქვს მოგებული. „რა თქმა უნდა, გაგრძელდება ხმების დათვლა, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე ცხადია. ანალოგიურად 20-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ გვაქვს დამაჯერებელი გამარჯვება, რისთვისაც კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას ამომრჩეველს“, – აღნიშნა კობახიძემ.