„ნაციონალურ მოძრაობაში“ არიან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები, რომლებიც ერთ დაძახილზე არ ტოვებენ პარლამენტს და ხვდებიან საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობას ამ ქვეყნის მომავლისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის ოპოზიციონერმა მოადგილემ, ლევან იოსელიანმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„ვფიქრობ, ასეთი პასუხისმგებლობის ადამიანები არიან „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომლებიც ბოლომდე არ აჰყვებიან მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას, რომელიც არ არის თანმიმდევრული და არ პასუხობს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს“, – განაცხადა იოსელიანმა.
კომენტარები