დევი ტაბიძე აცხადებს, რომ მოსახლეობას კორონა-გენოციდი ემუქრება. ჯანდაცვის ექსპერტმა აღნიშნა, რომ ვირუსით ინფიცირების დღევანდელი მასშტაბი ძალიან საგანგაშოა.
„მოსახლეობას ამ ციფრებმა უნდა დაანახოს, რომ მდგომარეობა ძალიან რთულია. ამ ვირუსთან „თამაში“ და „ხუმრობა“ ნამდვილად არ შეიძლება. ყოველმხრივ არაორდინალური ვირუსია, რომელიც რომელ ახალ შტამს წამოიღებს კიდევ, ეს არავინ იცის. გარდა ამისა, არსებობს დღევანდელი მოცემულობა, რასაც სეზონური გრიპის ვირუსები ჰქვია და უკვე მოხდა მათი გადაკვეთა. სწორედ ამიტომ, კიდევ მოიმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა.
ჩემი აზრით, თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდა და ორგანიზებულად არ ვიქნებით, შესაძლებელია, ჩვენ მინიმუმ 7 ათასს ინფიცირებულსაც გადავცდეთ. ეს არის ძალიან მძიმე მოცემულობა, მაგრამ რეალობა. ჩვენ ვწინასწარმეტყველებდით და ვამბობდით, რომ რაოდენობა გასცდებოდა 4-5 ათასს, ახლა გაიზარდა და კიდევ გაიზრდება“, – განაცხადა დევი ტაბიძემ.