დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდნტს, სალომე ზურაბიშვილს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდამჭერი განცხადებებისთვის მადლობა გადაუხადა.
მისივე თქმიით, თავადაც მომხრეა ექიმებისა და მასწავლებლების სავალდებულო ვაქცინაციის.
„ზოგიერთი პოსტულატი მეც ხშირად მითქვამს. იცით, რომ მომხრე ვარ ზოგიერთ ჯგუფში სავალდებულოების, მათ შორის ჩემს კოლეგებში და ასევე მასწავლებლებში. მაგრამ, მოგეხსენებათ, სავალდებულოების პრინციპი არ არის მარტივად გადასაწყვეტი. ის დაკავშირებულია ბევრ საკითხთან – ადამიანის უფლებებთან, ქვეყანაში ანტივაქსერული მოძრაობის ინტენსივობასთან, ადამიანების განწყობასთან, მოსახლეობის განწყობასთან, ბევრი რამეა აქ გასათვალისწინებელი, ამიტომ “მწვანე პასპორტი” სხვა არაფერია, თუ არა ირიბი მანდატურიზმი. დარწმუნებული ვარ, მწვანე პასპორტის რიგი პოსტულატები მალე შევა მოქმედებაში ქვეყანაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ბრიფინგი გამართა, სადაც აღნიშნა, რომ დღევანდელ კატასტროფულ ეპიდვითარებაზე ყველა პასუხისმგებელია.