პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ჩიდრაშვილი აცხადებს, რომ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ყველა აუცილებელ საკვებ დანამატს იღებს და მისი სტაციონარში გადაყვანის საჭიროება, ამ დროისთვის, არ დგას.
„მიხეილ სააკაშვილი არის სამედიცინო პერსონალის, მათ შორის, მოწვეული ექიმი-სპეციალისტების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. პაციენტი იღებს აუცილებელ კვებით დანამატებს, მათ შორის – თხევადი სახით. კონკრეტულად ამ ეტაპზე, სტაციონარიზაციის აუცილებლობა არ დგას“, – აღნიშნა გიორგი ჩიდრაშვილმა.
კომენტარები