მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა აქციის მიმდინარეობისას ტელეკომპანია „იმედის“ აპარატურა სავარაუდოდ დააზიანეს.
როგორც „ქრონიკის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დაზიანებულია ტელეკომპანია „იმედის“ გადამცემი აპარატი, რომლის მეშვეობითაც მასალა ცენტრალურ საეთეროს მიეწოდება.
„სავარაუდოდ, გენერატორში ჩასხმულია წყალი და ვერ ვახერხებდით საეთეროსთვის მასალის მიწოდებას. მანქანაზე გაკეთებულია მუქარის შემცველი მინაწერები. ასევე იყო მუქარა სხვადასხვა ადამიანის მხრიდან გადამღებ ჯგუფზე, რომ წაგვართმევდნენ მიკროფონს და აქციის დატოვებისკენ მოგვიწოდებდნენ,“ – აღნიშნა ჟურნალისტმა.
კომენტარები