დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობა შესაძლოა, სენატის საგარო ურთიერთობების კომიტეტის თავმდმარემ, ტენესის შტატის სენატორმა ბობ კორკერმა დაიკავოს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politico ავრცელებს.
სენატორი ბობ კორკერი საქართველოს აქტიური მხარდამჭერია. ის არის ერთ-ერთი ინიციატორი კანონპროექტის, რომელიც საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას აშშ-ის ნატო-ს არაწევრ მთავარ მოკავშირებად აღიარებს.
კომენტარები