ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ახალი ევროპული თავდაცვითი კავშირის შექმნის გადაწყვეტილება შესაძლოა, დეკემბერში მიიღონ. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იტყობინება.
გამოცემის ცნობით, ეს მოხდება მომავალი თვის შუა რიცხვებში, ევროკავშირის სამიტის დროს.
მომავალ კვირას კი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებენ.
როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ევროპულ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იდეას გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი უჭერს მხარს. თავის მხრივ, ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი მიიჩნევს, რომ ეს, გრძელვადიან პერსპექტივაში, ევროპული არმიის შექმნას უზრუნველყოფს.
კომენტარები