გერმანიის ხელისუფლება ავღანეთიდან ათასობით ავღანელის გაყვანის თაობაზე „თალიბანთან“ მოლაპარაკებებს აგრძელებს.
„მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ „თალიბანთან“, რადგან ის ათასობით ავღანელი, რომლებმაც გერმანიაში შესვლის გარანტიები მიიღეს, ჯერ კიდევ ელოდებიან ავღანეთის დატოვების შესაძლებლობებს“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა.
მაასის თქმით, მას მერე, რაც თალიბებმა აიღეს ქაბული და საჰაერო გზით ხალხის ევაკუაცია შეწყდა, ოფიციალურმა ბერლინმა ისლამაბადის ხელისუფლების მხარდაჭერით უკვე გადაიყვანა 2 000-ზე მეტი ავღანელი ჯერ პაკისტანის ტერიტორიაზე, შემდეგ კი გერმანიაში, რომელთა შორის ძირითადად დასავლურ ორგანიზაციებში მომუშავე პირები არიან.
„ჩვენ შევძელით ხალხის გერმანიაში გადაყვანა ირანის გავლითაც კი“, – განაცხადა მაასმა.
კომენტარები
