საქართველოს მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთის გუნდთან დამარცხდა. „შემოდგომის ერთა სერიების“ ეგიდით შეხვედრა საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში გაიმართა და ანგარიშით 41 – 15 დასრულდა. საქართველომ ორი ლელო დადო – 46-ე წუთზე ეს ვასილ ლობჟანიძემ გააკეთა, 64-ე კი აკაკი ტაბუცაძემ.
მატჩს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს მაყურებელს ტრადიციულად ტელეკომპანია „იმედი“ სთავაზობდა.
ბორჯღალოსნები საფრანგეთს ისტორიაში მეორედ შეხვდნენ, მაგრამ პირველად – მსოფლიო თასს მიღმა. „ლე ბლეს“ პირველად 2007 წლის მსოფლიო თასზე, მარსელში ვეთამაშეთ და მაშინ მასპინძლებმა 64:7 მოიგეს.
შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 20 ნოემბერს, 18:30 საათზე ფიჯისთან გამართავს. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს მაყურებელს ტელეკომპანია „იმედი“ შესთავაზებს.
კომენტარები