ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ახალი ცენტრისტული პარტია ვაგრძელებთ ცვლილებებს იმარჯვებს. ქვეყანა უკვე რამდენიმე თვეა პოლიტიკურ ჩიხშია. 14 ნოემბერს გამართული არჩევნები 2021 წელს რიგით მესამე საპარლამენტო არჩევნები იყო.
2021 წლის სექტემბერში ჩამოყალიბებულმა ანტი-კორუფციულმაპარტიამ არჩევნებში ხმათა 25.5% მოიპოვა. მეორე ადგილზე 22.78-იანი მხარდაჭერით ყოფილი პრემიერმინისტრისბორის ბოიკოს პარტია GERB-ი გავიდა. ბოიკოს მმართველობა აპრილში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დასრულდა.
აპრილში ახლად არჩეულმა პარლამენტმა მთავრობის ჩამოყალიბება ვერ შეძლო, რის გამოც მორიგი ვადამდელი არჩევნები უკვე ივლისში დაინიშნა. ივლისის არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პარტიის არის ასეთი ხალხის (ITN) მცირე უპირატესობით გამარჯვების მიუხედავად მთავრობის ფორმირება კვლავ ვერ მოხერხდა და მესამე არჩევნები დაინიშნა.
14 ნოემბრის არჩევნებზე ამომრჩევლის აქტივობა ისტორიულად დაბალი, 40% იყო. გამარჯვებულ პარტიას პარლამენტში შესულ სხვა პარტიებთან კოალიციის ჩამოყალიბება მოუწევს. ანალიტიკოსების შეფასებით, სავარაუდოა, რომ პარტიამ ვაგრძელებთ ცვლილებებსსოციალისტებთან, ანტი-კორუფციულპარტია დემოკრატიულ ბულგარეთთან დაITN-თან მოახერხოს მოლაპარაკება.
“მოლაპარაკებები სავარაუდოდ რთული იქნება. თუმცა მთავრობის ჩამოყალიბების გადაუდებელი საჭიროება სავარაუდოდ ყველა მხარეს კომპრომისებს შექმნის, ყოველშემთხვევაში უახლოეს მომავალში” – აღნიშნავს ანალიტიკოსი ანდრიუს ტურსა.
პარტია ვაგრძელებთ ცვლილებებს ეკონომისტებმა კირილ პეტკოვმა და ასენვასილევმა ჩამოაყალიბეს. ისინი 2021 წლის მაისი-სექტემბერის პერიოდში ბულგარეთის გარდამავალ მთავრობაში მინისტრების პოზიციებს იკავებდნენ. პეტკოვის თქმით, ის კოალიციის შესაქმნელად დიალოგისთვისა და კომპრომისისთვის ღიაა, თუმცა მისი პარტია უკან არ დაიხევს დაპირებებზე, რომლებიც სასამართლო სისტემის რეფორმასა და კორუფციის აღმოფხვრას ეხება. პეტკოვის თქმით, ბულგარეთი ახალ გზაზე დგას. კოალიციურ მთავრობაში პეტკოვს პრემიერმინისტრის, ხოლო ასენვასილევს ფინანსთა მინისტრის პოსტების დაკავების იმედი აქვთ.
საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები სავარაუდოდ სამშაბათს, 16 ნოემბერს გამოქვეყნდება.