ნოემბრის პირველ ტესტ-მატჩში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იაპონიასთან ანგარიშით 22:28 დამარცხდა. შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. პირველი ტაიმი ”ბორჯღალოსნების” გამარჯვებით (12:8) დასრულდა, თუმცა მეორე ტაიმში ქართველი მორაგბეები 10:20 დამარცხდნენ. ქართველი მორაგბეებიდან ლელო ვიტო კოლელიშვილმა, ვასილ ლობჟანიძემ და ბექა ბიწაძემ დადეს, დანარჩენი ქულები კი 2 გარდასახვითა და 1 ჯარიმით მერაბ კვირიკაშვილმა მოაგროვა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო რეიტინგში მე-11 ადგილზე მყოფი საქართველო გამარჯვების შემთხვევაში მეათე ადგილზე გადადიოდა.
კომენტარები