აშშ-ში, ტენესის შტატში, იუთუბერმა ჯერემი ბოუ საიდსმა 2000 წელს დაკარგული ახალგაზრდების ნეშტები იპოვა, – ამის შესახებ CNN-ი წერს.
საიდსმა ავტომობილი, რომელშიც 21 წლის წინ, 1-ელ დეკემბერს, 18 წლის ერინ ფოსტერი და 17 წლის ჯერემი ბექტელი ისხდნენ, მდინარეში აღმოაჩინა.
„ორი თინეიჯერის დაკარგვის ამბავმა ჩემი ყურადღება მიიპყრო. როცა ვნახე ქალაქი, სადაც ისინი ბოლოს შენიშნეს, დავინეხე, რომ იქვე იყო მდინარეც. ამან მიმანიშნა, რომ დაკარგულები სწორედ იქ უნდა მეძებნა“, – ამბობს იუთუბერი.
ჯერემი ბოუ საიდსი ამბობს, რომ მისი და Youtube-არხის (Exploring with the Nug) მიზანი დაკარგული ადამიანების ძებნდა და პოვნაა.
კომენტარები