სააკაშვილი ცდილობს თავი აარიდოს ბრალდებას უკრაინაში, ამაში პარაზიტობის ყოფილი გამოცდილება ეხმარება, – ამის შესახებ უკრაინელმა პოლკოვნიკმა და უკრაინის რადას მე-8 მოწვევის დეპუტატმა, ანდრეი ტეტერუკმა „იმედიLIVE“-ში განაცხადა.
„იმის გამართლება რომ სააკაშვილი კრემლთან დაახლოებული ოლიგარქის, კურჩენკოს ფულ იყენებდა, აბსოლუტურად მიუღებელია. ნებისმიერი თანამშრომლობა მტერთან საშიშია არა მხოლოდ ადამიანური თვალსაზრისით, არამედ მორალურ ეთიკურ ჭრილშიც. როგორც კი შენ დადგები მტრის მხარეს, შენ გამოდიხარ იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელიც გეხმარებოდა მაშინ, როდესაც რთული დრო გქონდა. ყველა იმ ადამიანმა, ვისაც სურს სამართლებრივ დემოკრატიულ უკრაინაში ცხოვრება, დაგმო ეს ფაქტი. ცდილობს თავი აარიდოს ბრალდებას უკრაინაში, პარაზიტობის ყოფილი გამოცდილება ეხმარებოდა, პასუხისმგებლობისთვის თავი აერიდებინა“, – განაცხადა ანდრეი ტეტერუკმა.
