ჯონ მაკ–კეინის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვის” ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია.
„მაშინ, როდესაც აშშ-ში ადგილი აქვს გარდამავალ პერიოდს, ვლადიმირ პუტინმაგანაცხადა, რომ მას სურს აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესება.
ჩვენ ისე უნდა ვენდოთ ასეთ განცხადებებს, როგორც საბჭოთა კგბ-ს ყოფილი აგენტის მიერგაკეთებულ ნებისმიერ სხვა განცხადებას. ამ ადამიანმა ჩაძირა თავისი ქვეყანა ტირანიაში,ფიზიკურად გაანადგურა თავისი პოლიტიკური ოპონენტები, შეიჭრა მეზობელ ქვეყნებში,დაემუქრა აშშ-ის მოკავშირეებს და შეეცადა, ჩაეშალა არჩევნები აშშ-ში.
ობამას ადმინისტრაციის ბოლო მცდელობამ, გადაეტვირთა ურთიერთობები რუსეთთან,გამოიწვია პუტინის შეჭრა უკრაინაში და სამხედრო ინტერვენცია ახლო აღმოსავლეთში.ხოლო კიდევ ერთი გადატვირთვის ფასი იქნება პუტინისა და ასადის მიერ სირიელიხალხის ხოცვა-ჟლეტაში თანამონაწილეობა. ეს მიუღებელია. ამერიკა ყოველთვის ედგაგვერდში მათ, ვინც ტირანიას ებრძოდა. და დღესაც მსგავს პოზიციაზე უნდა ვიდგეთ“, – ნათქვამია ჯონ მაკ–კეინის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.