კორონავირუსის ახალი, „ომიკრონ“ შტამი მსოფლიოს 90-მდე ქვეყანაში დაფიქსირდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ის „დელტა“ ვარიანტთან შედარებით, ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება. ქვეყნებში სადაც „ომიკრონი“ დადასტურდა, ორ-სამ დღეში ინფიცირების შემთხვევები გაორმაგდა. ვირუსის ახალი ვარიანტის სწრაფი გავრცელების მიზეზს სპეციალისტები ჯერ ისევ სწავლობენ.
კომენტარები