ვფიქრობ, ქალბატონი ლონდა თოლორაიას მხრიდან უხერხულია ამდაგვარი შეფასების გაკეთება. ჩემთვის გაუგებარია რატომ დატოვა მან სხდომა სწორედ მაშინ, როდესაც მის შეკითხვებს პასუხობდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ძალიან ცოტა არის საგნობრივი კითხვები განსახილველ კანონპროექტთან დაკავშირებით. მე მქონდა უფრო მეტის მოლოდინი, რომ იქნებოდა საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული კითხვები. თუმცა ამჯერადაც არ უღალატეს ჩვეულ საქციელს რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.
კომენტარები
