ცნობილი ქართველი ჟურნალისტი პაატა ნაცვლიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტთა ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“პაატა აღარ არის…
ისტორია დამთავრდა…
დიდებული და გენიალური პაატა ნაცვლიშვილის ეპოქა დამთავრდა…
მშვიდობით, ძმაო და მეგობარო…
ვიზიარებ პაატას ოჯახისა და ჩვენი ჟურნალისტური ოჯახის მწუხარებას...”, – წერს გიორგი მამაცაშვილი.
საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პაატა ნაცვლიშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და ახლობლებს.
კომენტარები
