ალეკო ელისაშვილს მიაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ეროვნული თანხმობის პროცესში მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების შესაძლებლობას ხედავს. „მოქალაქეების“ ლიდერის აზრით, ყოფილი პრეზიდენტი თავისუფალი რომ ყოფილიყო, პარტია მოლაპარაკებებზე არ წავიდოდა.
„პოლიტიკური მოთამაშეები ცდილობენ თავის პარტიულ ინტერესებამდე დაახურდაონ და თავისკენ გადაქაჩონ ეს პროცესი. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ შეთანხმების პროცესში ხედავს შესაძლებლობას, რომ იქნებ სააკაშვილი ციხიდან გამოიხსნან. თვითონ სააკაშვილიც ამას ხედავს რაღაც დოზით. თორემ, დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი ციხეში რომ არ იყოს, იმ წამსვე ააყირავებდნენ ამ შესაძლებლობას“, – განაცხადა ელისაშვილმა.
კომენტარები
