პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის კიდევ ერთხელ დაწყება არალოგიკური იქნება.
„სააკაშვილმა თუ ისევ შიმშილობა დაიწყო, ჩემი აზრით, ძალიან უხერხული და გაუგებარი იქნება. რატომ უნდა იშიმშილოს? მაშინ ყველა პატიმარი იშიმშილებს, ციხიდან გამომიშვითო და ეს ლოგიკურია? მგონი, არა”,- განაცხადა ელისაშვილმა.
კომენტარები
