შაბათს, მსოფლიოს მასშტაბით, 4 400-მდე ფრენა გაუქმდა. ამ ფრენებიდან 2 500-ზე მეტი აშშ-ში უნდა შესრულებულიყო, – ამის შესახებ BBC წერს.
ამერიკული ავაიკომპანიების თანამშრომელთა დიდ ნაწილს კორონავირუსის ახალი შტამი – „ომიკრონი“ დაუდგინდა, ან, ინფიცირებულთან კონტაქტის გამო, კარანტინშია. ეპიდვითარებას ემატება უამინდობაც – აშშ-ის ცენტრალურ ნაწილში ძლიერი თოვაა.
შტატების ტერიტორიაზე ძლიერ ქარსაც პროგნოზირებენ. უამინდობისა და კორონავირუსის გამო, უამრავი ადამიანი ვერ ახერხებს, შობისა და ახალი წლის აღნიშვნის შემდეგ, სახლში დაბრუნებას.
24 დეკემბრის შემდეგ, აშშ-ში 12 000-ზე მეტი ფრენა გაუქმდა.
კომენტარები