დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 194 747 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 334 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დიდ ბრიტანეთში, კორონავირუსის 13 835 334 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 149 284 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
დიდ ბრიტანეთში, კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა „ომიკრონი“ შტამის გავრცელებას უკავშირდება.
კომენტარები
