ის რომ პოლიტიკური პროცესი არის დასტაბილურებული ეს მე მგონი სახეზეა. კონკრეტული ადამიანი იქნება თუ არა ციხეში, რომლის მიმართაც უკვე შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილება არის გამოტანილი, ამაზე არ არის დამოკიდებული პოლიტიკური პროცესის მიმართულებით იქნება თუ არა სიმშვიდე, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
„ეს არის ფაქტობრივი გარემოება. მნიშვნელოვანია ჩვენ მოვახდინოთ კონცენტრაცია ყველა იმ არსებულ გამოწვევაზე და პრობლემაზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს. პირველ რიგში ესაა ჯანდაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და ეკონომიკური მდგომარეობის მიმართულებით არსებული გამოწვევები. ამ მიმართულებით გარკვეული პროგრესი გვაქვს, რომელიც უკვე მოგახსენეთ, თუმცა მოლოდინები არის კიდევ უფრო გაუმჯობესებული ვიდრე იყო აქამდე“, – აღნიშნა ხუციშვილმა.
