„გირჩის“ წევრი ჰერმან საბო არ ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას „შავი სიის“ შექმნის შესახებ.
დეპუტატის თქმით, არასწორია ასეთი რიტორიკით საუბარი, როდესაც თან შერიგებას ითხოვ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი სიები ადამიანებში სიმართლის განცდას აზიანებს.
„ლინჩის წესით გასამართლება და მოქალაქეების განწყობებზე დაფუძნებული სამართალი ძალიან საშიში და ბოროტი რამ არის. მაგის ნაცვლად, ყველა პოლიტიკურ ძალას ვურჩევდი, ეზრუნა და ესაუბრა იმაზე, რა უნდა ვქნათ სასამართლოს გასაჯანსაღებლად და იმ სიტუაციიდან გამოსასვლელად, რომელშიც დღეს ჩვენი მართლმსაჯულებაა. ასეთი საიტების და სიების შექმნა აზიანებს ადამიანებში სიმართლის განცდას“, – აღნიშნა ჰერმან საბომ.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თავად არის კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში მსჯავრდებული და ბრალდებული, კორუფციონერთა და ადამიანის უფლებათა დამრღვევთა შავი სიის შექმნას ითხოვს. მისი ინიციატივა სპეციალური საიტის შექმნასა და საბრალდებო დასკვნის მომზადებას გულისხმობს. სიაში კი მოხვდებიან მოსამართლეები, პროკურორები და თანამდებობის პირები. ინიციატივის მიხედვით, უნდა მიმართონ საელჩოებს, არ გასცენ სიაში მყოფებზე ვიზები და შემოიღონ პერსონალური სანქციები. სია კი, როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალებით უნდა შედგეს.
