საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით სერგეენკოს განცხადებით, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადება, რომელიც სოციალურად დაუცველებს უკავშირდება, მიუღებელია.
როგორც სერგეენკომ განაცხადა, ნათელაშვილმა ბოდიში უნდა მოიხადოს.
„არ ვთვლი ხოლმე საჭიროდ, რომ შალვა ნათელაშვილის განცხადებებზე კომენტარები გავაკეთო. უბრალოდ, მისი ეს განცხადება გულზე მომხვდა, იმდენად მიზანტროპული და მიუღებელია ეს ყველაფერი. იმედია, ეს ადამიანი თავის შეცდომას დაინახავს და საზოგადოებას ბოდიშს მოუხდის“, – განაცხადა სერგეენკომ.
კომენტარები
